en
ge

ანალიტიკური დოკუმენტი: განმანათლებლობა და ამიერკავკასიის მუსლიმები

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) მოამზადა ანალიტიკური დოკუმენტი „განმანათლებლობა და ამიერკავკასიის მუსლიმები - მირზა ფათალი ახუნდზადეს ცხოვრება და პოლიტიკური პროექტი". დოკუმენტი მე-19 საუკუნის საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და აქ მცხოვრებ ეთნიკურ უმცირეოსობებს ეხება.
„მე-19 საუკუნეში, რუსეთის გავლით, კავკასიაში გავრცელდა განმანათლებლური იდეები. ქართველებში, სომხებსა და რუსეთის მიერ დამორჩილებულ ამიერკავკასიის სახანოებში მცხოვრებ ხალხებში ეს პროცესი განსხვავებულად წარიმართა. მუსლიმური საზოგადოებიდან გამოსული განმანათლებლებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური გახდა ანტიისლამური შეხედულებები. ხშირად, მათი პოზიციები ეფუძნებოდა გულუბრყვილო ევროპაცენტრიზმს - სურვილს, რომ დასავლური ღირებულებები პირდაპირ გადმოეტანათ აღმოსავლეთის ხალხებში. ამ გარემოებამ განმანათლებლები და ექსპლუატირებული კლასი დასაწყისშივე დააშორა ერთმანეთს და მათ ბრძოლას წაართვა გამათავისუფლებელი ძალა", - ნათქვამია დოკუმენტში, - „აღმოსავლეთის ადრეული განმანათლებლების ისტორიის, გამოცდილების შესწავლა და გააზრება, დღეს, პრინციპული მნიშვნელობისაა, რადგან თანამედროვე „განმანათლებლური’’ პროექტები, რომლებიც ასევე ხშირად ხასიათდება ევროპაცენტრიზმით და რელიგიის ზედაპირული კრიტიკით, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ უთანასწორობის გაზრდას უწყობს ხელს. ნაცვლად იმისა, რომ დაუპირისპირდეს გაბატონებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ძალაუფლებებს, ის აქცენტს აკეთებს ადგილობრივების უმწიფრობასა და კულტურულ ჩამორჩენილობაზე. მაშინდელ განმანათლებლებს აღმოსავლეთში ასევე გამორჩათ განმანათლებლობის პოლიტიკური პროექტის კრიტიკა, რომელიც დასავლეთისთვის სხვა რეგიონებში ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების მოპოვების იარაღი გახდა".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023