თბილისი. 26 თებერვალს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა. მან სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობაზე, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„დოკუმენტის მომზადების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ეროვნული კანონმდებლობა, მისი ეფექტურობა და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, გამოკვეთა ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი მავნე ნივთიერებები და მათი წყაროები, შეაფასა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა და შედეგებზე რეაგირების მექანიზმი", ნათქვამია ომბუდსმენის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ომბუდსმენის გვერდი სოციალურ ქსელში