en
ge

საზოგადოებრივ მაუწყებელს გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა დაევალა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სასამართლოში იცავდა ჟურნალისტის - ალექსანდრე ხოჯავას ინტერესებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით 2018 წლის 18 ივლისს გათავისუფლდა.
„დღეს, 2019 წლის 04 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ალექსანდრე ხოჯავას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალა ალექსანდრე ხოჯავას დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023