en
ge

EMC: ისტორიული პროცესების გავლენა მუსლიმ თემზე აჭარაში

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს ანალიტიკურ დოკუმენტს „ისტორიული პროცესების გავლენა მუსლიმ თემზე აჭარაში".
„დღევანდელი აჭარა საქართველოს ავტონომიური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. ავტონომიის სტატუსი რეგიონმა ათათურქისეულ თურქეთსა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის გაფორმებული ყარსის ხელშეკრულებით მიიღო. თუმცა, ამ შეთანხმების არსებობა განაპირობა მთელი რიგი პროცესების, ჯგუფების თუ პირების მოქმედებამ. ეს სამართლებრივი აქტი, მოგვიანებით, არაერთი აკადემიური, სოციალური თუ პოლიტიკური პროექტისა და მსჯელობის საგანს წარმოადგენდა. თუმცა, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ არა ამ „ფაქტის” წარმომავლობაზე ან მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე, არამედ იმ მომენტზე, თუ როგორ ახორციელებდა სხვადასხვა რეჟიმი ამ რეგიონში სხვადასხვა „შემაკავებელ” პროექტს (რომელის ერთ-ერთ სახესაც ავტონომია წარმოადგენდა)”, - ვკითხულობთ დოკუმენტის წინასიტყვაობაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023