en
ge

PHR-ი და WISG-ი გივი სიხარულიძისთვის „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მინიჭებაზე

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) გივი სიხარულიძისთვის „ხელოვნების ქურუმის" წოდების მინიჭების ფაქტს ეხმაურებიან.
„ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 2019 წლის 1 მარტს მსახიობ გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო გაიმართა, სადაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის" ჯილდოსთან ერთად საპატიო სიგელიც გადასცა. მოგვიანებით, ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ მსახიობს ჯილდო ქორეოგრაფთა კავშირის წარდგენით მიენიჭნა.
გივი სიხარულიძემ გასული წლის ნოემბრის თვეში ტელეკომპანია იმედის გადაცემა „სიცრუის დეტექტორში" საჯაროდ აღიარა, რომ ქალზე იძალადა. ამასთან, მსახიობი ცნობილია ქალთა მიმართ თავისი სექსისტური დამოკიდებულებით. მას არაერთ გადაცემასა თუ ინტერვიუში საჯაროდ გამოუხატავს სიძულვილი ჰომოფობიურ და სექსისტურ ნიადაგზე, აღუნიშნავს, რომ არ აღიარებს გენდერულ თანასწორობას და ქალებს კაცთა დაქვემდებარებაში მყოფებად მოიაზრებს", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023