en
ge

სპეციალური ანგარიში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ

თბილისი. 5 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
„ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამ ხელი შეუწყო დისკუსიას თანასწორობის შესახებ და ამავე დროს, შესაძლებელი გახადა იმ პრობლემების უფრო ნათლად დანახვა, რასაც დაუცველი ჯგუფები თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ აწყდებიან. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და არასწორი აღქმის დასაძლევად სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას.
საანგარიშო პერიოდში, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო დისკრიმინაციის 159 ფაქტი შეისწავლა და 21 შემთხვევაში რეკომენდაცია, ხოლო 9 შემთხვევაში ზოგადი წინადადება გამოსცა. სახალხო დამცველისადმი სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მიმართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, კვლავ საჯარო სექტორს უკავშირდება (69%)", ნათქვამია ომბუდსმენის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ომბუდსმენის გვერდი სოციალურ ქსელში





სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023