en
ge

ECRI: სახელმწიფომ რელიგიათა საბჭოსთან დაკავშირებული რეკომენდაცია არ შეასრულა

თბილისი. „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიის (ECRI) რეკომენდაცია არ შეასრულა.
„5 მარტს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) გამოაქვეყნა დასკვნა 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. შუალედური შემოწმებისთვის ECRI-ს ორი ცენტრალური რეკომენდაცია ჰქონდა მიცემული საქართველოს ხელისუფლებისთვის. მეხუთე მონიტორინგის ციკლის ანგარიშში, კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაზარდოს მხარდაჭერა და ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან, ასევე, დაავალოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინოს მისი გამოცდილება და რეკომენდაციები რელიგურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ECRI აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რეკომენდაცია არ შეასრულა", - აღნიშნულია TDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023