en
ge

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ECRI-ის მწვავე კრიტიკას უერთდებიან

თბილისი. ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მიერ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უერთდებიან.
2019 წლის 5 მარტს გამოქვეყნებული უალედური დასკვნიის (CRI(2019)4) მიხედვით, ECRI მიიჩნევს რომ საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ კი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, არ შეასრულა 2016 წლის 1 მარტის მეხუთე პერიოდულ ანგარიშში გაცემული რეკომენდაციები.
„კოლიაცია თანასწორობისთვის მოუწოდებს პრემიერ-მინისტს, რომლის უშუალო დაქვემდებარეშიც მოქმედებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო: განუხრელად შეასრულოს ECRI-ის რეკომენდაციები; გადახედოს ამ უწყების მანდატს, სტრატეგიას და საქმიანობას და რელიგიის თავისუფლების სფეროში სამთავრობო პოლიტიკა ადამიანის უფლებების და თანასწორობის პრინციპებს დააფუძნოს; გააძლიეროს სახალხო დამცველის ეგიდით მოქმედ რელიგიათა საბჭოსთან მთავრობის კომუნიკაცია და დემოკრატიულ და თანასწორ ფორმატში, რელიგიური ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების და ინიციატივების მხარდაჭერა", - აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: https://gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023