საქართველო. მიმდინარე წლის თებერვლიდან, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) ორგანიზებით, მარნეულსა და პანკისში კრიტიკული პოლიტიკის სკოლები ამუშავდა.
სკოლის ფარგლებში, ადგილობრივი აქტივისტების შერჩეული ჯგუფისთვის ტარდება ლექციების და დისკუსიების ციკლი სოციალური სამართლიანობის საკითხებზე, პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერების, ასევე, ისტორიისა და ფილოსოფიიდან. ლექციებს ამ სფეროების წარმომადგენლები - ფილოლოგები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, კულტურული მკვლევარები ატარებენ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი