en
ge

„კოალიცია თანასწორობისთვის“ განცხადებას ავრცელებს

თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" კრიტიკულად აფასებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას. კოალიციის შეფასებით, ის რელიგიის თავისუფლების სფეროში კანონმდებლობის აშკარა გაუარესებას და მართლმადიდებელი მღვდელმსახურების გარდა, ყველა სხვა რელიგიის სასულიერო პირისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
„კოალიცია აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, რომელიც საკუთარი სინდისის, რწმენის და რელიგიის საწინააღმდეგო ქმედებისგან ადამიანის დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს, რელიგიის თავისუფლების განუყოფელი ელემენტია და ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის აღიარებული და დაცული უფლება.
კონკრეტული ჯგუფისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინიციატივას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსგავს მდგომარეობაში მყოფ დომინანტური რელიგიის წარმომადგენელ სასულიერო პირებს ანალოგიური უფლება უნარჩუნდებათ, შეუძლებელია მოეძებნოს ლეგიტიმური გამართლება და რელიგიური ნიშნით აშკარა დისკრიმინაციას წარმოადგენს", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023