en
ge

ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება

თბილისი. მედიის განვითარების ფონდი (MDF) აქვეყნებს კვლევას: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება.
„კვლევის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის საკითხის შესწავლა.
ამ მიზნით მოხდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების მცხოვრებთა ინფორმაციის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება; მათზე დაყრდნობით იმ მედია გზავნილების შესწავლა, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. ამავე დროს კვლევის საგანი იყო, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ შინაარსობრივ ვალდებულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ უმცირესობების ინფორმირების თაობაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.mdfgeorgia.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023