en
ge

იუნისეფი – კვების დეფიციტი კვლავ წარმოადგენს ერთ–ერთ საფრთხეს ბავშვისათვის

თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდმა წუხილი გამოთქვა საქართველოში ბავშვებში კვების მძიმე დეფიციტის შედეგად გამოვლენილი გართულებების გამო. იუნისეფი დაუშვებლად მიიჩნევს ფაქტს, რომელიც აჭარის ტელევიზიით გადაიცა და კვების მწვავე დეფიციტის გამო ერთი წლის გოგიტა აბაშიძის ხელვაჩაურის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაყვანას ეხებოდა. 
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „საქართველოში თითქმის 77 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ანუ მოიხმარს დღეში დაახლოებით, ორ ლარს. სოციალური დაცვის არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ მოიცავს ბავშვებს. გოგიტას ამბავი სამწუხარო დასტურია იმისა, რომ სოციალური დაცვის სისტემა არ არის ეფექტიანი სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად".      
 გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას, შემოიღოს ბავშვთა საყოველთაო შეღავათი ყველაზე დაუცველი ბავშვების და მათი ოჯახების დასახმარებლად. 
სრულად http://www.unicef.ge/?m=44&news_id=185
წყარო: unicef.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)