en
ge

სსო-ები ეხმიანებიან სოციალურ მუშაკებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს

თბილისი. 25 მარტს, დილის 08:30 საათიდან, „სოციალური მომსახურების სააგენტოში" დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით, მათი მოთხოვნების შესრულებამდე, კონსტიტუციის შესაბამისად, უარს აცხადებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებაზე და იფიცებიან.
„აღნიშნულის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააგენტოში დასაქმებული კონკრეტული პირები, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები, ზეწოლას ახორციელებენ სოციალურ მუშაკებზე და გაფიცვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მათ სხვადასხვა სახის უარყოფითი შედეგებითა და პასუხისმგებლობების დაკისრებით ემუქრებიან.
...ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესწავლას და სოციალური მუშაკების ინტერესების დაცვისათვის გამოვიყენებთ კანონმდებლობით გარანტირებული დაცვის ყველა საშუალებას", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023