en
ge

EMC-მ კიდევ ერთი შრომითი დავა მოიგო

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კიდევ ერთი შრომითი დავა მოიგო.
ორგანიზაცია სასამართლოში მესტიის მუნიციპალიტეტის ააიპ-ებიდან გათავისუფლებული დირექტორების, ნარგის ნიგურიანის და მაია კახიანის ინტერესებს წარმოადგენდა.
„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო მესტიის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება, მათი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და შრომით დავაში მოპასუხეებს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ნარგის ნიგურიანი და მაია კახიანი სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის აქტიური მოწინააღმდეგეები იყვნენ. მოსარჩელეები მათი გათავისუფლების მოტივად, სწორედ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მათ აქტიურობას ასახელებდნენ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023