თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, შეასრულოს ენერგეტიკის სექტორში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
„სამწუხაროდ, პრაქტიკაში მცირე ჰესის მშენებლობაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბუნებრივ და სოციალურ გარემოს. ამგვარად აშენებული ჰესების ენერგეტიკული ეფექტურობა და ეკონომიკური სარგებელი, ხშირად, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საპროექტო პირობებს. ზემოაღნიშნული ხარვეზების გამო, თითქმის ყველა რეგიონში, სადაც ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს/დაგეგმილია, ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები სხვადასხვა მშვიდობიანი ფორმით გამოთქვამენ პროტესტს. ამ სამართლიან პროტესტს გარკვეულ შემთხვევებში სახელმწიფო უკანონოდ ზღუდავს რეპრესიული ინსტრუმენტებით, რაც კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემებს და სოციალურ კონფლიქტებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge