თბილისი. 29 მარტს, სასტუმრო "ჰუალინგში" გაიმართა ჟურნალისტთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსს „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის" ატარებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში.
კონკურსის მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით (ყველა რეგიონში) გამოგვევლინა ის ჟურნალისტები, რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოებას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, განვითარების შესაძლებლობებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას. ამასთანავე, თავიანთ საქმიანობაში ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა), იცავენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)