en
ge

ომბუდსმენის განცხადება აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

ომბუდსმენის განცხადება აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

თბილისი. 2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ამ დღის დაწესება საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.

„საქართველოში აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით კვლავ მრავალი გამოწვევა რჩება. პრობლემურია მათი საჭიროებებზე მორგებული ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია/რეაბილიტაციის მომსახურებებით უწყვეტად უზრუნველყოფა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის გათვალისწინებით. ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო თუ მუნიციპალური პროგრამები არ ითვალისწინებს სარეაბილიტაციო სერვისს 15 წლის ზემოთ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის. ამასთან, ბავშვებისთვის ასეთი პროგრამები მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოქმედებს და სრულად ვერ ფარავს არსებულ საჭიროებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023