თბილისი. „ღია საზოგადოების ფონდი", დემოკრატიული მაჩვენებლების მიმართ, საქართველოს მოსახლეობის განწყობების თაობაზე, სოციოლოგიურ კვლევას აქვეყნებს. სოციოლოგიური კვლევა ეხება საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობას, სწავლობს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ და განწყობას პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა საკითხების შესახებ. საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA (ინთერნეშენალ აიდია) ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)