en
ge

რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები

რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები

თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს ბლოგპოსტს: რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები.

„ამ არჩევნების უმთავრესი მოვლენა უდავოდ არის ოპოზიციის მიერ სტამბოლში მოპოვებული გამარჯვება, სადაც მათ მცირედი სხვაობით (21 000 ხმით, რაც 0,25%-ია) ხელისუფლების ცნობად სახეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის სძლიეს. აღსანიშნავია, რომ მემარცხენეებმა სტამბოლის მერის არჩევნებში ბოლოს 30 წლის წინ გაიმარჯვეს. თუმცა, ახლანდელი წარმატება უფრო კოალიციური გამარჯვებაა, რაზეც დიდი გავლენა იქონია ბოლო პერიოდში ქვეყანაში წარმოქმნილმა სირთულეებმა. შესაბამისად, არჩევნების შედეგების მიხედვით, ოპოზიციამ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. ოპოზიციონერებმა ამავე დროს დაიბრუნეს რწმენა საკუთარ თავში და იგრძნეს, რომ შესაძლებელია მმართველი პარტიის დამარცხება (ბოლო 16 წლის განმავლობაში თურქეთში ჩატარებულ ვერც ერთ არჩევნებში მათ ვერ შეძლეს ერდოღანისა და მისი პარტიის დამარცხება)", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.

სრულად...

წყარო: www.gfsis.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023