en
ge

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი

იმერეთი. LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ დონორთა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვა და იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.

წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023