en
ge

ბერლინის წინააღმდეგ: ევროცენტრიზმი და პროგრესული რასიზმი

ბერლინის წინააღმდეგ: ევროცენტრიზმი და პროგრესული რასიზმი

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს შოთა პაპავას თვალსაზრისს - „ბერლინის წინააღმდეგ: ევროცენტრიზმი და პროგრესული რასიზმი". 

„რას ვამბობთ, როდესაც ვამბობთ, რომ „საქართველო ევროპაა"? - სვამს შეკითხვას ავტორი, - „ქართულ ლიბერალურ დისკურსში „ევროპა", როგორც შეძახილი, თითქოს მხოლოდ ანტირუსული პოლიტიკური პოზიციის აღმნიშვნელია, მაგრამ მას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი სოციალურ-კულტურული განზომილებებიც აქვს. საქართველოში „ევროპა" ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება: აღმატებულობა და ანტიაღმოსავლურობა. „საქართველო ევროპაა" არის რიტორიკული/იდეოლოგიური პოზიცია, რომელშიც აუცილებლად იგულისხმება, რომ საქართველო არ არის აღმოსავლეთი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიქოტომიურ დაპირისპირებაში კი, ევროპა აღიქმება, როგორც აღმატებული, უპირატესი, ის, რაც ცხადად უკეთესია მის საპირისპირო ცნებაზე აღმოსავლეთზე. გეოგრაფია, ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, და რეალობა, ზოგადად, ასეთ ხედვაში ნაკლებად რელევანტურია, წარმოსახვით, სიმბოლურ სფეროსთან შედარებით, თუმცა, პრობლემური ის არის, რომ სიმბოლოებიც ითარგმნება (პოლიტიკურ) ქმედებაში". 

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023