სამეგრელო. ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში" არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს" მიერ გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „სმენადაქვეითებულთა საჭიროებების გააზრება და ადვოკატირება".
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყრუთა კავშირის ბენეფიციარების საჭიროებებს, როგორიცაა მათი კომუნიკაცია საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, პროფესიული განათლება, დასაქმება და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა. ასევე ყურადღება გამახვილდა სმენადაქვეითებული ბავშვებისა და მათი მშობლების გამოწვევებზე", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)