en
ge

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში 2018 წელს „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ". 

„საქართველოს სახალხო დამცველი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღ-მოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილების და თანასწორობის მდგომარე-ობის შესახებ. წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს რიგით მე-4 დოკუმენტს. დადებით ცვლილებებთან ერთად, სამწუხაროდ, საქართველოში თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ამ ეტაპზე, არ არის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც დისკრიმინაცი-ის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, საქართ-ველოს სახალხო დამცველი 2015 წლიდან ითხოვს. სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ ისმის თანასწორობის მხარდამჭერი განცხა-დებები; ამასთან, როგორც თანასწორობის შესახებ სახალხო დამცველის წინა ანგარიშშიც2 იყო აღნიშნული, სასამართლოები კვლავ არ აწარმოებენ დისკრიმ-ინაციის შესახებ საქმეების შესახებ სტატისტიკას. ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, რჩებიან ქალები, შეზ-ღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები", - ვკითხულობთ ანგარიშის წინასწიტყვაობაში. 

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)