აჭარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. ეს გაცხადდა საია-ს მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს ეხებოდა. ნათია კაპანაძე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და მოითხოვს: მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)