en
ge

საია-ს განცხადება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების 5 წელთან დაკავშირებით

საია-ს განცხადება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების 5 წელთან დაკავშირებით

თბილისი. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

„2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონი მიიღო. კანონის მოქმედების 5 წლის განმავლობაში საია-ს სტრატეგიულ სამართალწარმოებაში პრიორიტეტული ადგილი უჭირავს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებს. ამ პერიოდში საია-მ საერთო სასამართლოებსა და საქართველოს სახალხო დამცველთან 30-ზე მეტი საქმე აწარმოა. კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში საია აწარმოებდა სქესის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, მოქალაქეობის, პოლიტიკური, პროფესიული კავშირის წევრობის და სხვა ნიშნებით დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებს. 2018 წლის განმავლობაში, ისევე როგორც წინა წლებში, საია-ს წარმომადგენლობით წარმოებულ არაერთ საქმეზე დადგინდა დისკრიმინაცია სასამართლოს და სახალხო დამცველის მიერ", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023