თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების იუნსტიტუტი" (IDFI) აქვეყნებს კვლევას, რომელიც 2015-2018 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მომზადების ვადების დაცვის პრაქტიკას ეხება. „საქართველოს საერთო სასამართლოების გადატვირთულობა, წლებია, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. საქმის განხილვის გაჭიანურება გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების - სამართლიანი სასამართლოს უფლების - ხელყოფის რისკებს წარმოშობს. გარდა ამისა, საქმეთა სიჭარბემ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხსა და მათ დასაბუთებულობაზე. წინამდებარე კვლევის მიზანია აჩვენოს მოსამართლეთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მომზადების ვადების დაცვა/დარღვევა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დატვირთული სასამართლოა", - აღნიშნულია კვლევაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023