en
ge

შეხვედრა მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხებზე

შეხვედრა მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხებზე

8-9 მაისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, პროგრესის სახლთან თანამშრომლობის ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ექსპერტმა – დავით ყიფიანმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მონაწილეობით ბიუჯეტის სტანდარტებსა და პროცედურებზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე შეთანხმდნენ მონაწილეობითი ბიუჯეტირების ძირითად მიდგომებზე, რომელიც სამიზნე მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით დაინერგება. შეხვედრებს გამოცდილების გაზიარების მიზნით ესწრებოდნენ ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები. აღნიშნულ პროცესში ჩართვის მზაობა ზემოთ აღნიშნულ ოთხივე მუნიციპალიტეტს აქვს, ბათუმში პროგრამის განხორციელების პროცესი უკვე მიმდინარეობს. ოზურგეთში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხებზე ასევე მუშაობს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი NDI ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ადგილობრივი აქტორების მდგრადი კავშირის შექმნის" – ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია საერთაშორისო ორგანიზაცია „პური სამყაროსთვის" (Bread For The World), რომელიც ხორციელდება სამ რეგიონში: აჭარაში, გურიასა და ქვემო ქართლში. პროექტი შვიდ მუნიციპალიტეტს ფარავს. პროექტის მიზანია სამიზნე რეგიონებში საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერება და თვითმმართველობის აქტორებს შორის თანამშრომლობის სტიმულირება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023