თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს, გიორგი სულაძეს და რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევიათ. „მათ წინააღმდეგ ქარტიას ხატია ბეროძემ მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ ამ მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ მასალებში, რომელიც სოფელ გელათის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა, დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპები", ნათქვამია ქარტიის ვებგვერდზე.
წყარო: www.qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)