en
ge

ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა

ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა

თბილისი. სახალხო დამცველის აპარატი იწყებს განცხადებების/საჩივრების მიღებას ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის თაობაზე. 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, „საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „საგანმანათლებლო მანდატის განხორციელების მიზნით, აპარატში ფუნქციონირებს ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტი, რომლის ძირითად საქმიანობას ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროში ადამიანის უფლებათა საკითხების ინტეგრირება და სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენს. დეპარტამენტი ასევე, განიხილავს საჩივრებსა და განცხადებებს ადამიანის უფლებათა განათლების შინაარსისა და პროცესის შესახებ - სკოლამდელი განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული სწავლების სფეროებში". 

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023