en
ge

EMC და საია ჭიათურაში შპს “ჯორჯიან მანგანეზის” დასაქმებულების გაფიცვას ეხმიანებიან

EMC და საია ჭიათურაში შპს “ჯორჯიან მანგანეზის” დასაქმებულების გაფიცვას ეხმიანებიან

თბილისი. ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებენ. 

„მოვუწოდებთ შპს "ჯორჯიან მანგანეზს”, გაითვალისწინოს გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები და პატივი სცეს დასაქმებულების შრომით უფლებებს და შრომის კანონმდებლობას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ კომპანიას, თავი შეიკავოს დასაქმებულებზე ზეწოლისგან, სასამართლოსა და სამართალდამცავების ჩართულობაზე აპელირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს საწარმოში შრომის უსაფრთხოების წესებისა და შრომითი უფლებების დაცვა და ამავე დროს, იყოს გარანტი დასაქმებულების უფლებისა, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისა და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის. მიმდინარე გაფიცვა ასევე აჩვენებს შრომის კანონმდებლობის ხარვეზებსაც. ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გაზარდოს შრომის ინსპექციის მანდატი და დაავალოს შრომითი უფლებების დაცვის ზედამხედველობა, რაც შრომითი უფლებების გარანტირებისთვის ეფექტიან მექანიზმს შექმნის", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. 

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023