თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომანია "იმედის" ჟურნალისტმა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაარღვია. მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. სადავო სიუჟეტი ეხებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს. ამ თემაზე საუბრობდა საიას წარმომადგენელიც. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტი მანიპულაციური იყო, ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, მიჩქმალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და განზხარ დაამახინჯა ფაქტები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)