en
ge

სამოქალაქო მონაწილეობის ფორუმი

სამოქალაქო მონაწილეობის ფორუმი

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინტიტუტი (CSI) გიწვევთ სამოქალაქო მონაწილეობის ფორუმზე, რომელიც სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში, ამა წლის 27 ივნისს გაიმართება.

„ფორუმის ძირითადი მიზანია სამოქალაქო მონაწილეობის კუთხით არსებული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომების და ტენდენციების გაცნობა, ასევე დიალოგის და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას. სამოქალაქო მონაწილეობა გულისხმობს მოქალაქეთა ჩართულობას ფართო სპექტრის პოლიტიკურ საკითხებში და მიზნად ისახავს საზოგადოების საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას და დემოკრატიის ხელშეწყობას. სამოქალაქო მონაწილეობა ქმნის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე სახელმწიფოს და აყალიბებს ინკლუზიურ საზოგადოებას", ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: civilin.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023