en
ge

საიამ პარლამენტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა

საიამ პარლამენტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა
თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საქართველოს პარლამენტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის (1-6104/19/9; 27.03.2019) ანგარიშზე.
„ალტერნატიული ანგარიში ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ რამდენიმე იმ გადაწყვეტილებასა და განჩინებას, რომელთა აღსასრულებლად გასატარებელი ზოგადი ღონისძიებები კანონმდებლობაში სისტემურ ცვლილებებს მოითხოვენ და სახელმწიფოს მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად დამატებით საჭიროებენ შესაბამისი ზომების გატარებას.
საია, აგრეთვე, მოუწოდებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გამართოს ალტერნატიული ანგარიშის მოსმენა კომიტეტის სხდომაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023