en
ge

„თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის“

„თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის“
თბილისი. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი", IREX ევროპასთან პარტნიორობით, იწვევს საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს ღონისძიებაში – „თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის" – მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიების მიზანია რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და აქტივისტების შეკრება თბილისში, რითაც შეიქმნება ინფორმაციის და კონტაქტების გასაზიარებელი პლატფორმა, ასევე საფუძველი ჩაეყრება მომავალ თანამშრომლობას. წარმოდგენილ ორგანიზაციებთან ერთად, 2019 წლის ფორუმი უმასპინძლებს ძლიერ და აქტიურ ქალებს, რომლებიც იბრძვიან სხვისი უფლებების დასაცავად, სოციალური პრობლემის მოგვარებისთვის. თუმცა, მათი საქმიანობა თუ ის პრობლემები, რის წინააღმდეგაც იბრძვიან, ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ფორუმის მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მიმდინარე აქტივობების და პროექტების შესახებ ინფორმაცია, ასევე ბეჭდური მასალა სპეციალურად მოწყობილ სტენდებთან. გარდა ამისა, მათ ექნებათ უნიკალურ შესაძლებლობა გააზიარონ ინფორმაცია და დაამყარონ კონტაქტები ღონისძიებაზე დამსწრე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023