en
ge

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გურიაში

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გურიაში

გურია. ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი რეგიონულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. ფორუმში ათამდე ადგილობრივმა ორგანიზაციამ და სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეულმა მცირე ბიზნესის წარმომადგენელი მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ბავშვთა ანსამბლის „ბინული“ კონცერტით გაიხსნა. სტუმრებს ორგანიზატორები მიესალმნენ და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდა მოხალისეობის პლათფორმა „დროის ბანკის“ ყველაზე აქტიური მოხალისე გურიაში „ევრო კლუბი“.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო თექაზე მუშაობის პრაქტიკა, გურული ჩაის დამზადების წესი. მონაწილეების სხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებთან ერთად, ბამბუკის ნივთების დამზადების მაგალითებსაც აჩვენებდნენ. სტუმრებს შეეძლოთ წარმოდგენილი ორგანიზაციების საქმიანობედან მათთვის სასურველი აერჩიათ და მოხალისეობრივად მიეღოთ მონაწილეობა ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობაში.

ფორუმის მონაწილეები ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ გაეცნენ და მოხალისედ დარეგისტრირდნენ. „დროის ბანკის“ ვიქტორინის ფარგლებში არაერთი პრიზი გათამაშდა. ვიქტორინის შეკითხვები საქართველოში მოხალისეობის კულტურას უკავშირდებოდა.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლის მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023