en
ge

სახალხო დამცველის განცხადება 14 ივნისის აქციასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის განცხადება 14 ივნისის აქციასთან დაკავშირებით

თბილისი. ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიერ 14 ივნისს ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

„მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე აქციის მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებით, გამოიკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი არაერთი სამართალდარღვევა, რაც საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დამატებით დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი, - „მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია. ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება”.

სრულად 

წყარო: სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023