en
ge

სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა

სამცხე–ჯავახეთი. ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. სტუმრებს ლიკა კილაძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, თემურ ჯალიაშვილი, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ წარმომადგენელი და მაკა ბერიძე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მიესალმნენ. ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ოცი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც ეროვნული უმცირესობების დაცვის საკითხებზე, ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებაზე, გენდერულ საკითხებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის მუშაობენ. ღონისძიების მიმდინარეობისას სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე გაცნობოდნენ მათ საქმიანობებს და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია. ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეები ასევე გაეცნენ ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ და შეეძლოთ, მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით, ადგილზე შეერჩიათ აქტივობა, რომელშიც მოხალისოებრივად ჩაერთვებიან. მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმის მოწვეულმა მომხსენებლებმა – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ და ახალგაზრდა მწერალმა თათული ღვინიანიძემ. 

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია დემოკრატ მესხთა კავშირის მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023