მცხეთა-მთიანეთი. ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა რიგით მეორე ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს უმასპინძლა.
ბანაკი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით, CENN-ის ორგანიზებითა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მონაწილეობით მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს წალკის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებმა, რომლებიც ღია საკონკურსო წესით იქნენ შერჩეულნი.
ინტენსიური შემეცნებით-გასართობი ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, მდგრადი განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა მომავალ ლიდერთათვის.
წყარო: enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)