თბილისი. ამ წუთებში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ მიმდინარეობს ფორუმი - „სამოქალაქო მონაწილეობა“, რომელსაც ესწრება საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სტუდენტების, თვითმმართველობების, სამოქალაქო აქტივისტების 80-მდე წარმომადგენელი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ფორუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს დაინტერესებული პირებისთვის სამოქალაქო მონაწილეობის კუთხით არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე მიდგომებისა და ტენდენციების გაცნობა, დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც მათი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ურთიერთთანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
ფორუმი - „სამოქალაქო მონაწილეობა“ იმართება „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგისა და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად“ - ფარგლებში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)