თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აქვეყნებს სოფო ვერძეულის თვალსზრისს 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი, რა თქმა უნდა, არის სისტემური ხასიათის ჩავარდნა და არა ინდივიდუალური გადაცდომა, რომელიც თავისი ხარისხით და ბუნებით პრობლემის სისტემურობას ვერ აჩვენებს”, - ამბობს სოფო, - „როდესაც სისტემური ხასიათის ჩავარდნა (შეცდომა, გადაცდომა, დანაშაული) ხდება, ეს ლეგიტიმაციას უკარგავს არა ერთეულ თანამშრომლებს, არამედ მთელ უწყებას. ლოგიკურია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დგება მაშინ, როცა მხოლოდ ერთეულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის, საკმარისი აღარ არის ინსტიტუტისთვის ლეგიტიმაციის დასაბრუნებლად“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)