თბილისი. 2019 წლის 2 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2019 წლის შეფასების შედეგები წარმოადგინეს, ორგანიზაციებმა, ასევე, გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტები დააჯილდოეს. ამ ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).
„საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი, 2019 წელსაც დაბალია - 28%. მერიების საშუალო შედეგია - 25%, ხოლო საკრებულოების კი 31%“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)