თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უზენაესი საბჭოს წევრთა ნაწილის 2019 წელს ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევები აღმოაჩინა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 2 ფაქტი გამოავლინა. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას - კანონი თანამდებობის პირს ავალდებულებს, ქონებრივ დეკლარაციაში ასახოს როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. ამავე კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვას გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილები“, - აღნიშნულია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)