თბილისი. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) „პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში, შეხვედრებს მართავს საქართველოს რეგიონებში.
„შეხვედრები საინფორმაციო ხასიათისაა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით ტარდება.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ადგილობრივ გამოწვევებს და მისი გადაჭრის შესაძლებლობებს, მსჯელობენ სამომავლო პარტნიორობაზე და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობებზე.
რუსთავისა და თელავის გარდა, შეხვედრები დაგეგმილია ზუგდიდში, მესტიასა და ბათუმში“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)