იმერეთი. 4 ივლისს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წარადგინა პროექტის „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“ პრეზენტაცია. მისი მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება და ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)