en
ge

„ბავშვის უფლებები ანიმაციაში“

გურია.„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის"  ოფისში, პროექტის  –  „ბავშვთა უფლებები ანიმაციაში" – ფარგლებში (დაფინანსებულია G-PAC მიერ), მომზადებული 4 ანიმაციური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
ანიმაციური ფილმები ლიდერთა სკოლისა და ანიმაციის განვითარების ფონდის ექსპერტების ერთობლივი ნამუშევარია და ეხება ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლებს.
ფილმი „თამაში" (ბავშვის უფლებათა კონვენცია მუხლი 2 –  „ყველა ბავშვი თანასწორია და ერთნაირი უფლებები აქვთ"); ფილმი „მე, ჩიტი და მასწავლებელი" (ბავშვის უფლებათა კონვენცია მუხლი 13 – „ყველა ბავშვს უფლება აქვს გამოხატოს თავისი შეხედულება ყველა საკითხზე, რომელიც მას ეხება. მის შეხედულებებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს"); ფილმი „საფეხური" (ბავშვის უფლებათა კონვენცია მუხლი 23 – „სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინოს ინვალიდი ბავშვების მიმართ»); ფილმი „ცივი სახლი" (ბავშვის უფლებათა კონვენცია მუხლი 19 –  „ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ძალადობისაგან").
პრეზენტაციას ესწრებოდა ოზურგეთის საზოგადოების წარმომადგენლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)