თბილისი. დღეს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე – „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სამუშაო მექანიზმები“.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში და მიეძღვნა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სამუშაო მექანიზმების გამოწვევებისა და მათი გაუმჯობესების გზების განხილვას, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ მომზადებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)