თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საჯარო და კერძო სექტორებს შორის სამსახურებრივი გადაადგილების, ე.წ. „მბრუნავი კარის“ საფრთხეების შესახებ საუბრობს.
„საჯარო და კერძო სექტორებს შორის სამსახურეობრივი გადაადგილება (რაც „მბრუნავი კარის“ სახელით არის ცნობილი) ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკს შეიძლება შეიცავდეს, როდესაც ასეთი გადაადგილება ერთი სექტორის ფარგლებში ხდება. მაგალითად, თანამდებობის პირმა, რომელიც ამა თუ იმ სფეროს რეგულირებაში მონაწილეობს, შეიძლება საკუთარი თანამდებობა კერძო კომპანიის სასარგებლოდ გამოიყენოს იმ მოლოდინით, რომ შემდგომ იმავე კომპანიაში მაღალანაზღაურებად სამსახურს მიიღებს. გარდა ამისა, კერძო კომპანიაში გადანაცვლებულმა ყოფილმა თანამდებობის პირმა ხელისუფლებაში შემორჩენილი კავშირები და გავლენა შეიძლება ლობირებისთვის და ამ კომპანიისთვის უსამართლო უპირატესობის მოსაპოვებლად გამოიყენოს”, - ვკითხულობთ ორგნიზაციის მიერ გავრცელებულ მასალაში, - „ამ საფრთხეების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევების მონიტორინგი და აღირცხვა. ამასთან, არაერთ ქვეყანაში გამოიყენება ე.წ. „გაგრილების პერიოდის“ მექანიზმი, რომელიც ყოფილ თანამდებობის პირებს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში კერძო სექტორის ზოგიერთი კატეგორიის სამსახურში დასაქმებას უკრძალავს“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)