თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) დღეს, საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების 2014-2019 წლების ანგარიშის წარმოადგინა და მონაწილეობის თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორი სახელმწიფო უწყებები დააჯილდოვა.
IDFI და USAID-ის პროექტის - „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) - მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ასეთებად დასახელდნენ: 1. საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. საგადასახადო კოდექსი ცვლილებების შეტანის შესახებ/კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი ე.წ. ესტონური მოდელი - ფინანსთა სამინისტრო; 2. საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)