თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლებსი განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დასკვნით, საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სამოქმედო გეგმა არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
„როგორც საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, IDFI ჩართული იყო PAR-ის სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში.სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვისას IDFI-მ არაერთხელ დააფიქსირა დოკუმენტში მნიშვნელოვანი რეფორმებისა და ვალდებულებების გათვალისწინების აუცილებლობა. მიუხედავად ამისა, საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს ამბიციურ რეფორმებს, განსაკუთრებით, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიმართულები”, - ვკითხულობთ IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, აუცილებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული შემდეგი რეკომენდაციები: სამოქალაქო საზოგადოების (განსაკუთრებით, რეგიონულ დონეზე) გაძლიერება და ნებისმიერი ეროვნული თუ სექტორული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისას მათი ჩართულობის უზრუნველყოფა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საჯარო მმართველობის რეფორმის საკითხებზე და ნებისმიერი ეროვნული თუ სექტორული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისას ფართო საჯარო კონსულტაციების უზრუნველყოფა; PAR-ის სამოქმედო გეგმის შემდგომი განახლება მასში ამბიციური რეფორმების / ვალდებულებების განსაზღვრისა და განხილული ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით; PAR-ის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებათა წრის გაფართოება და მასში მუნიციპალიტეტების ჩართულობის გაზრდა“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)