en
ge

ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში

ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში

თბილისი. 17 ივლისს, მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრმა  ხუთმა ორგანიზაციამ გამართავს სპეციალური ანგარიშის - „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ - პრეზენტაცია.

„ანგარიშის შედეგად გამოიკვეთა, რომ დევნილები, განსახლების პირობებში, ომიდან ათი წლის შემდეგაც რთულ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობენ. დევნილთა პრობლემები დასახლებების მიუხედავად იდენტურია. ყველაზე მეტ სირთულეს გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები, სამუშაო ადგილების არარსებობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყების შეუძლებლობა ქმნის. დევნილთა დასახლებებში ასევე, მძიმეა ყოველდღიური პირობები ტრანსპორტირების, საგზაო თუ საირიგაციო ინფრასტრუქტურის, სამედიცინო სერვისებზე, სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო. გამოკითხულ დევნილთა მხოლოდ 0,02% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახს არანაირი პრობლემა არ აწუხებს“, ნათქვამია საია-ს ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023